Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 04/06/2025

ბრძანების N:: 6

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
ბრძანება


 

თსუ რექტორის 2025 წლის 30 მაისის ბრძანების № 107/01-01 და №108/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“),  აღსრულების მიზნით

 

ვბრძანებ:

 

1.   მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

  • ნინო ჭალაგანიძე  - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
  • ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;
  • მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;

2.   აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები   წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2025 წლის 11 ივლისის 18:00 საათამდე.

  • ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;
  • ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


მაია ბიწკინაშვილი

დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი